თელავი

თელავი კახეთი მხარის ადმინისტრაციული ცენტრია . ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.


პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოსპტოლომეს (II ს.) „გეოგრაფიაში“ „Teleda-ს“ ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან.

ქალაქის ღირშესანიშნავობებს შორის არის ერეკლე II –ს სასახლე და ღვთაების ბაზილიკა ( VI-VII საუკუნეები)

თელავის სტუმრებს ვთავაზობთ შემდეგი სახის ტურებს :

ერეკლე II –ს სასახლე , ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, შუამთის მონასტერი, ალავერდის მონასტერი და საკათედრო ტაძარი, იყალთოს მონასტერი (მონასტრის ტერიტორიაზე არსებობდა აკადემია, რომელიც წარმოადგენდა კულტურისა და განათლების მძლავრ კერას), გრემი (მეფეთა რეზიდენცია XVII საუკუნემდე,  სადაც მდებარეობდა სამეფო სასასხლე, სავაჭრო უბანი და სხვა სამეურნეო ტიპის ნაგებობები)  აღდგენილია სასახლე და საწნახელი.

დეტალებისათვის და რეზერვაციისათვის დაგვიკავშირდით (995 32 ) 272 90 09 ; info@rcheuli.ge 



  ©  2010     ყველა უფლება დაცულია Created by webdeveloper.ge