ბათუმი

 ბათუმი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი,რომელიც შავი ზღვის ნაპირას ბათუმის ყურეშია გაშენებული.

 

ბათუმსა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს „თამარისციხეს“ უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ  ათვისებული იყო ჯერ კიდევ თამარის ციხეს ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე.

 

ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. რომისიმპერატორ ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო. V ს-ში საქართველოს მეფემ,  ვახტანგ გორგასალმა იგი ქართლს შეუერთა.

 

ფეოდალურ ხანაში იგი ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა და 300 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, შემდეგ შევიდა რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ , 1918 წელს იგი ინგლისის საგუბერნატოროც გახდა,  სანამ არ მოხდა მისი ჯერ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება და შემდეგ უკვე მთელ ქვეყანასთან ერთად მისი გასაბჭოება.

 

ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ქალაქია აქ ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისათვის.

ქალაქის ძველ ნაწილში შეხვდებით მართლმადიდებლურ, ისლამურ , იუდაისტურ და კათოლიკურ სალოცავებს.

 

თუკი ბათუმში სტუმრობისას მხოლოდ ზღვით არ დაინტერესდებით ჩვენ დაგეხმარებით აჭარის გაცნობაში:

მტირალას ეროვნული პარკი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერება

მთიანი აჭარა

 

 

დეტალებისათვის და რეზერვაციისათვის დაგვიკავშირდით (995 32 ) 272 90 09; info@rcheuli.ge



  ©  2010     ყველა უფლება დაცულია Created by webdeveloper.ge