ქუთაისი

 

  

ქუთაისი არის დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქალაქი, რომელიც გაშენებულია მდინარე რიონზე.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთისსამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, დასავლეთ ქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთისსამეფოს) ცენტრი.

არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისი ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონი სმარჯვენ ანაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალი შემორჩა. ქალაქის განვითარება შემდგომში ამ ადგილს უკავშირდება.

ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. „მინოსისხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. მინოსი, ხელმწიფეკრეტაზე, და აიეტი ძველბერძნებს თანადროულ, მოკავშირე და დამოყვრებულ (სიძე-ცოლისძმა) მეფეებად მიაჩნდათ. ანტიკური დროიდან და შემდგომფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი, აფხაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას.

თუკი ქუთაისისა და მისი შემოგარენის უკეთ გაცნობას გადაწყვეტთ ჩვენ დაგიგეგმავთ ტურს:

ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, მოწამეთა, განახლებული სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, პრომეთეს მღვიმე (აღმოჩენილია 1984 წელს , ვიზიტორებისათვის გაიხსნა 2010 წელს, უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო ტურისტულ მღვიმეს, მღვიმეში არის წარმოდგენილი მიწისქვეშა კარსტული აბსოლუტურად ყველა სახის ფორმა (სტალაქტიტი, სტალაგმიტი, ჰელიქტიტი, ფარდები, ტრავერტილები, გურები გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარე, მიწისქვშა ტბები და სხვა)

   

დეტალებისათვის და რეზერვაციისათვის დაგვიკავშირდით (995 32) 272 90 09 ; info@rcheuli.ge



  ©  2010     ყველა უფლება დაცულია Created by webdeveloper.ge