ქუთაისი

 

 

 

სასტუმრო "რჩეული პალასი" განთავსებულია ქუთაისის ერთ-ერთი უძველესი უბნის ისტორიულ შენობაში. სასტუმროს ფასადი, რომელიც პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული, განსაკუთრებულ იერს აძლევს შენობას. სასტუმროს 28 ნომერი მაღალი სტანდარტით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას პასუხობს: კონდიცირება, სატელიტური ტელევიზია, უწყვეტი ინტერნეტკავშირი, თმის საშრობი.




სასტუმროს რესტორანი, რომელიც 250 ადამიანზეა გათვლილი, შესანიშნავი ადგილია, როგორც ქორწილების ასევე დაბადების დღეებისა და სხვა ღონისძიებებისა თუ დღესასწაულების აღსანიშნავად.



სრულად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი საშუალოდ 100 ადამიანზეა განსაზღვრული.



  ©  2010     ყველა უფლება დაცულია Created by webdeveloper.ge