ჩასაშენებელი ღუმელი


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია
22 პროდუქცია
ჩვენება 1 - 22 of 22 პროდუქტი
ჩასაშენებელი ღუმელის უპირატესობები
ჩასაშენებელი ღუმელი, რომელსაც ზოგჯერ კედლის ღუმელსაც უწოდებენ, იდეალური საშუალებაა რეალურად გამარტივებული იერსახის მისაღწევად. ჩასაშენებელი ტექნიკის შერჩევამდე, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მათი მახასიაებლები და უპირატესობები. რა სარგებლობა მოაქვს ჩასაშენებელი ღუმელის ყიდვას და რომელი ბრენდი ითვლება საუკეთესოდ?
1. მარტივი წვდომა
ეს აშკარა ბონუსია. ჩასაშენებელი ღუმელები შექმნილია ერგონომიკის გათვალისწინებით. აღარ დაიხრებით საკვების შესამოწმებლად, ან ღუმელიდან ცხელი და მძიმე კერძების გამოსაღებად. კედლის ღუმელები დამონტაჟებულია თვალის დონეზე, რათა მზარეულებს ოპტიმალური კომფორტი შეექმნათ სამზარეულოში ყოფნისას.
2. ჩასაშენებელი ღუმელი ერგება უწყვეტ დიზაინს
მაშინ, როცა სტანდარტული ღუმელი გამოყოფილად დგას სამზარეულოს რომელიმე ნაწილში, ჩასაშენებელი ღუმელი მიჰყვება თქვენი ინტერიერის სტილს, მორებულია თქვენს სიმაღლესა და საჭიროებებზე. ჩასაშენებელი ღუმელები არის გლუვი, მიმზიდველი და გამოიყურება სრულიად ფუტურისტულად. ზოგიერთი ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდი დამატებით კომფორტულ მახასიათებლებს სძენს თავის ჩასაშენებელ ღუმელს, რაც თქვენს ტრიალს სამზარეულოში უფრო სასიამოვნოს გახდის.

3. სამზარეულო მოცულობა
ზოგიერთი ბრენდი გთავაზობთ ორმაგი ჩასაშენებელი ღუმელების სერიას. ეს დელუქსის წყობა ოცნებაა შეფ-მზარეულებისა და ოჯახებისთვის, რომლებსაც უყვართ დროის გატარება სამზარეულოში. ახლა თქვენ გაქვთ ორჯერ მეტი სიმძლავრის ორი სრული ზომის ღუმელის გამოყენების შესაძლებლობა. სახლის მფლობელებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, დააკავშირონ თავიანთი სრული ზომის ჩასაშენებელი ღუმელი პატარა მინი ღუმელთან, რათა მოგცეთ დამატებითი სივრცე თქვენი სამზარეულოს მთლიანი კედლის გამოყენების გარეშე.
4. ჩასაშენებელი ღუმელი მრავალმხრივია
ჩასაშენებელი ღუმელები მზარეულებს საშუალებას აძლევს, განალაგონ თავიანთი ტექნიკა სამზარეულოში ერთმანეთის მიყოლებით, უკეთესი ნაკადის შესაქმნელად. თუ თქვენ გაქვთ ტრადიციული ღუმელი, რომელიც ერთად აქცევს ღუმელს და ქურებს, მაშინ ეს სივრცე ხდება ცენტრალური ადგილი ყველა კერძის მოსამზადებლად. მათი გაყოფით, თქვენ ყოფთ მოსამზადებელ ადგილებს და აღმოფხვრით სამზარეულოში გადატვირთულობას. თქვენ, ასევე გაქვთ საწვავის წყაროების შერევის ფუფუნება. თუ თქვენ ხართ შეფ-მზარეული, რომელსაც უყვარს საჭმლის მომზადება გაზის სანთურებით, მაგრამ ასევე გსიამოვნებთ ელექტრო ან კონვექციური ღუმელის თანაბარი გათბობა, ჩვეულებრივ იძულებული იქნებით იყიდოთ ორმაგი საწვავიანი ღუმელი. ჩასაშენებელი ღუმელის გამოყენების შემთხვევაში კი ამის საჭიროება მოიხსნება.
5. ესთეტიკა
იმის გამო, რომ ღუმელების უმეტესობა შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით და იყოს საკმაოდ მოცულობითი, ჩასაშენებელი ალტერნატივის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა უპირატესობა ესთეტიკური ღირებულებაა. ყოველივე ამის შემდეგ, ღუმელი და კერძი პირდაპირ მოთავსებულია სამზარეულოს სამუშაო სივრცეში, რათა უზრუნველყოფილი იყოს დიზაინის ერთგვაროვანობის შენარჩუნება. ჩასაშენებელი ტექნიკის დამონტაჟება გააქრობს სხვადასხვა მოწყობილობებს შორის არსებულ უფსკრულს და საშუალებას მოგცემთ, უფრო ეფექტურად გადაადგილდეთ სამზარეულოს სივრცეში.
Electrolux-ის ჩასაშენებელი ღუმელები
Electrolux-ი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იდგა, როდესაც აპროექტებდა ჩასაშენებელი ღუმელების ფართო ხაზს. ისინი არამარტო გვთავაზობენ ორმაგ ჩასაშენებელ კონვექციურ ღუმელებს, არამედ ზოგიერთ მოდელში ასევე ჩაშენებული ფუნქცია, როგორიცაა ორთქლით მომზადება. ეს ინოვაცია დამატებითი კომფორტი და ფუფუნებაა უკვე მაღალი ხარისხის სამზარეულოს გარემოში. ორთქლზე მომზადებას კერძიდან გამომდინარე უსაზღვრო სარგებლობა მოაქვს. ამ კონკრეტულ ჩასაშენებელ ღუმელში შეგიძლიათ ექსკლუზიურად აირჩიოთ ორთქლის პარამეტრი, ან გადახვიდეთ მხოლოდ კონვექციაზე, ან აირჩიოთ ორი სტილის კომბინაცია.
ეს ჩასაშენებელი ღუმელები ოსტატურად არის შემუშავებული ორმაგი ვენტილატორის ტექნოლოგიით, ცხელი ჰაერის ცირკულირებისთვის უმაღლესი გამათბობელ ელემენტებთან ერთად საკვების თანაბრად მოსამზადებლად, რაც აუმჯობესებს გემოს თითოეულ კერძში.
Electrolux-ის ჩასაშენებელი ღუმელები მონტაჟდება პირდაპირ კარადაში, რათა შეიქმნას გამორჩეული, უწყვეტი დიზაინი, რომელიც არა მხოლოდ შთაგაგონებთ, გაატაროთ მეტი დრო თქვენს სამზარეულოში, არამედ გაძლევთ საშუალებას მოამზადოთ უკეთესი გემოს სრულყოფილი კერძები.
მოსაზრებები გადაწყვეტილების მიღებამდე
ორი პატარა მოსაზრება უნდა გვახსოვდეს. თუ თქვენ აპირებთ ჩაშენებული ღუმელის დაყენებას, დაგჭირდებათ თქვენთვის რჩეული ღუმელი. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი სახის ჩასაშენებელი ღუმელი ერგება საუკეთესოდ თქვენს საჭიროებებს. იქნება ეს ელექტრო, გაზის თუ ინდუქციური ჩასაშენებელი ღუმელი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და მოარგეთ სამზარეულოს ინტერიერს.
თითოეული კერძის მოსამზადებლად აუცილებელია შესაბამისი სიმხურვალის, ტენიანობისა თუ სხვა მახასიათებლის გათვალისწინება. მათ რეგულირებას მარტივად შეძლებთ ჩვენი ჩასაშენებელი ღუმელის საშუალებით, რაც გაგიმარტივებთ გემრიელი კერძის მომზადების პროცესს. სტილი და ვიზუალი კი თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ, აირჩიოთ.