საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკა




გარანტია


გარანტია




გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია


გარანტია
643 პროდუქცია
ჩვენება 1 - 24 of 643 პროდუქტი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
საყოფაცხოვრებო ტექნიკა შემქნილია იმისთვის, დაზოგოს ჩვენი შრომა და დრო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს. ა
რა დრო დაგჭირდებოდათ იმ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სიის ჩამოსაწერად, რომელთა გარეშეც ვერ იცხოვრებთ? სანამ ამ კითხვაზე უპასუხებთ, გაეცანით ამ სტატიას, სადაც ვისაუბრებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყოფადცხოვრებო ტექნკა ყოველდღიურ ცხვორებაში.
თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, საჭირო გახდა კონცეფციებისა და გამოგონებების ქსელის შექმნა. არანაკლებ გასაოცარია იმ ტექნოლოგიების ფართო ხელმისაწვდომობა, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვან კომფორტს ქმნის მთელს მსოფლიოში. მოდით, ვისაუბროთ რამოდენიმე მოწყობილობაზე, რომელიც აუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს და განვიხილოთ, თუ რატომაა ამ ტექნიკის გამოყენება მნიშვნელოვანი.
1. მაცივრები, როგორც საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკა
მაცივარი, არის კომერციული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც შედგება თერმულად იზოლირებული განყოფილებისა და სითბოს ტუმბოსგან. მაცივრები მუშაობენ თხევადი გამაგრილებლით სავსე კოჭების სისტემის გამოყენებით, რათა სითბო გადაიტანონ მაცივრის იზოლირებული განყოფილების საზღვრებიდან. პირველი მაცივარი, რომელიც შეიქმნა საკვების შესანახად, 1911 წელს დამზადდა. ხოლო პირველი პრაქტიკული, თვითკმარი მოდელი მასობრივად გამოუშვა Frigidaire-მა, 1923 წელს. მას შემდეგ რაც წარმოების ფასმა დაიკლო, მაცივრების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა. მნიშვნელოვანი დახვეწის სახით, მალე დაემატა საყინულე პატარა განყოფილება, რომელიც გამოიყენება ყინულის კუბების დასამზადებლად და პროდუქტის გაყინულ მდგომარეობაში შესანახად. მოგვიანებით კი მაცივარი, როგორც საკვები პროდუქტების შემნახველი მოწყობილობა, აუცილებელი გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
2. Სარეცხი მანქანები
უძველესი დროიდან ადამიანებს უწევდათ, მოეფიქრებინათ სხვადასხვა საშუალება, რომელიც დაეხმარებოდათ ტანისამოსის მარტივად გასუფთავებაში. მიუხედავად ამისა, სარეცხ მანქანებთან შედარებით, ყველა ადრეული მცდელობა მოითხოვდა დიდ ძალისხმევას და დროს. თანამედროვე სარეცხი მანქანები ტანსაცმლის გასარეცხად უკვე იყენებენ ორბარაბნიან სისტემას. შიდა ბარაბანი ატარებს ტანსაცმელს კედლებზე, ხოლო გარე ბარაბანი ინახავს წყალს მანქანაში. როდესაც რეცხვის ციკლი დასრულებულია, შიდა ბარაბანი ტრიალებს და წყალს ასობით ხვრელით ასხამს, ამ დროს, სარეცხი მანქანის შიდა ბარაბანი ბრუნავს 130 მილი/სთ-მდე სიჩქარით.
3. გაზქურები, როგორც საოჯახო საოყფაცხოვრებო ტექნიკა
გაზქურები ღია ცეცხლს იყენებენ საჭმლის მოსამზადებლად როგორც ღუმელში, ასევე ზედაპირზე. ზედაპირზე მყოფი ცეცხლი შეიძლება სწრაფად მორგებადი იყოს თქვენთვის სასურველ სიმხურვალეზე და სითბოს შესაბამის დონეზე. ყველა გაზქურა საჭიროებს სპეციალურ გაზსადენს, რომელიც შეიძლება დამონტაჟდეს თქვენს სამზარეულოში. გაზქურის მოქმედების სისწრაფე და მისი სიმძლავრის დარეგულირების შესაძლებლობა, საშუალებას გაძლევთ, დაზოგოთ მეტი დრო და სწრაფად მოამზადოთ რჩეული კერძი.
4. ტელევიზორები
ფოტოგამტარობის პრინციპიდან და ვიზუალური გამძლეობის ფენომენიდან გამომდინარე, მე-19 საუკუნის ბოლოს დაიბადა ტელევიზიის იდეა. ტელევიზიამდე ხალხი რადიოს ირგვლივ ტრიალებდა ახალი ამბებისა და გასართობი პროგრამების მოსასმენად. მოძრავი სურათებისა და ხმის მქონე ყუთის გამოჩენასთან ერთად, სამყარო დანახვა ხელმისაწვდომი გახდა ფირის გადახვევით. დღეს მსოფლიოში 1,5 მილიარდზე მეტი ტელევიზორი არსებობს და ეს რიცხვი იზრდება. ახალი სატელევიზიო ტექნოლოგიები ეჯიბრებიან ერთმანეთს პირველობისთვის და მაყურებლის ზრდის პოტენციალი თითქმის შეუზღუდავია. ტელევიზორი, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გამოიყენება, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყვველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება.
5. კონდინციონერები, როგორც საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკა
ზაფხულის ცხელ დღეებთან საბრძოლველად საუკეთესო არჩევანია კონდიციონერის გამოყენება. სანამ უილის კარიერი გამოიგონებდა შიდა ჰაერის გაგრილების მეთოდს, ცხელ ამინდში კომფორტულად ყოფნა რთული იყო. 1906 წელს მისი დიზაინის პატენტის მიღების შემდეგ, Carrier-მა დაიწყო თავისი კონდიციონერის გაყიდვა კომერციული აპლიკაციებისთვის. 1928 წელს მან გამოუშვა Weathermaker, მისი პირველი სახლის კონდიციონერი, როგორც საყოფაცხოვრებო ტქენიკა.
6. მიკროტალღური ღუმელები
1967 წელს შიდა მიკროტალღური ღუმელის დანერგვით, წუთებში კვების ცნება რეალობად იქცა. საშუალოდ, მიკროტალღურ ღუმელს შეუძლია ხორცის მომზადება ექვსჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი ღუმელს. ეს ნიშნავს ნაკლები დროს გატარებას სამზარეულოში. მიკროტალღური ღუმელები იყენებენ მაგნიტრონის მილს, რომელიც წარმოქმნის მაღალი ენერგიის მოკლე რადიოტალღებს, რაც ადუღებს საკვებში არსებულ წყლის მოლეკულებს, ამზადს მას უფრო სწრაფად და თანაბრად. ამ აღმოჩენით ისარგებლა Raytheon-ის ამანას განყოფილებამ და 1954 წელს პირველი კომერციული მიკროტალღური ღუმელი, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა შემოიტანა. ამას 1967 წელს მოჰყვა შიდა მოდელის, Radarange-ის გამოშვება.
სტატიის დასასრულს კი ალბათ, დამეთანხმებით რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკ ა ნამდვილად დიდ როლს ასრულებს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და ამასთან ბევრად ამარტივებს ჩვენს ყოველდღიურობას.