თმის უთო
4 პროდუქცია
ჩვენება 1 - 4 of 4 პროდუქტი

თმის უთო - რატომ უნდა ჰქონდეს ის ყველა ქალს?
შეძენამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თმის უთოების მიმოხილვა და ფასები. Rcheuli.ge-ზე წარმოდგენილი მოდელების უმეტესობა საკმაოდ ხელმისაწვდომი, ეფექტური და მაღალი ხარისხისაა. ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ბრტყელი უთოა, ამიტომ საუკეთესოს არჩევა საკმაოდ რთულია. მაგრამ თუ გაეცნობით ჩვენს სტატიას თმის უთოების შესახებ, ეს ცოდნა თქვენს დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში
როგორ შეარჩიოთ თქვენი თმის ტიპის შესაფერისი უთო ?
ნამდვილად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ყოველდღიურ ვარცხნილობას დიდი დრო არ სჭირდება. თუ თქვენ აპირებთ უბრალოდ გასწორებას, მსუბუქ ტალღებს თუ მჭიდრო კულულებს, თმის უთოს გსმოყენებით უმარტივესად შეძლებთ ამის გაკეთებას. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და ძალიან მარტივად მიაღწიოთ სასურველ შედეგს. საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ თქვენ არ გჭირდებათ იყოთ პროფესიონალი უთოს გამოყენებაში, იმისათვის რომ კარგად გამოიყურებოდეთ.
ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია მოვლილი თმა, რადგან ის ცვლის მათ მთლიან იერს. ამბობენ, რომ ქალის სილამაზეზე დიდ გავლენას ახდენს მისი თმა. სანამ საყიდლებზე წახვალთ, უნდა იცოდეთ, რატომ გჭირდებათ ეს ინსტრუმენტი. ამიტომ, აქ არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც დაგარწმუნებთ თმის უთოს საჭიროებაში და ასევე რეკომენდაციები თუ რა უნდა გაითვალისწინოთ უთოს გამოყენებისას.
ტემპერატურის კონტროლის შესაძლებლობა
აირჩიეთ უთო, რომელსაც აქვს რეგულირებადი ტემპერატურის კონტროლი. ბევრ გასასწორებელ უთოს აქვს მხოლოდ დაბალი, საშუალო და მაღალი სითბოს პარამეტრები. იმისათვის, რომ თმა არ დაზიანდეს, ეცადეთ გამოიყენოთ ყველაზე დაბალი ტემპერატურა. სწორედ ამიტომ, უმჯობესია შეიძინოთ უთო ციფრული სითბოს კონტროლით, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ კონკრეტული თქვენთვის სასურველი ტემპერატურა.
ზოგადად, უთო, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააყენოთ ტემპერატურა 80 გრადუსიდან 200 გრადუს ცელსიუსამდე, საკმარისია ყველა ტიპის თმისთვის. რაც უფრო სუსტი ან თხელია თმა, მით უფრო დაბალი უნდა იყოს უთოს ტემპერატურა. დაიწყეთ 80 გრადუსი ცელსიუსით და აწიეთ ტემპერატურა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თმა სწორად არ იხვევა ან არ სწორდება. როგორი სქელი ან უხეშიც არ უნდა იყოს თმა, ეცადეთ არ დააყენოთ უთო 200 გრადუს ცელსიუსზე.
გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით
მას შემდეგ რაც შეიძენთ თმის გასასწორებელს, მიხვდებით, რომ ის მხოლოდ თმას არ ისწორებს. ამ უთოებს შეუძლიათ შექმნან ხვეულები, ტალღები თმის გასწორებასთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ სხვადასხვა ტრენდულ ვარცხნილობას სხვადასხვა ღონისძიებისთვის მხოლოდ ერთი ხელსაწყოთი. როგორ დაიხვიოთ თმა გასასწორებელი უთოთი? ზოგიერთი მოდელი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბრტყელი უთო და ტალღოვანი უთო ორი-ერთში. დახვევისთვის შეარჩიეთ მოდელები ვიწრო ფირფიტებითა და მომრგვალებული კიდეებით.
გამოიყენეთ უმაღალი ხარისხის თმის უთო

თუ თქვენ აპირებთ ყოველდღიურად გამოიყენოთ გასასწორებელი ან დასახვევი უთო თმაზე, მნიშვნელოვანია აირჩიოთ ისეთი მასალა, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს თქვენს თმას. იაფი უთოები, როგორც წესი, მზადდება ლითონისგან, რომელიც არ თბება თანაბრად, ასე რომ, მას შეუძლია ადვილად დაწვას თქვენი თმა. სწორედ ამიტომ, არ უნდა დაზოგოთ თანხა უმაღლესი ხარისხის მასალისგან დამზადებულ ტექნიკაში, რადგან სწორედ ეს უწყობს ხელს თმისთვის ზიანის მიყენების მინიმუმამდე დაყვანის პროცესს.
კერამიკული უთოები სწრაფად და თანაბრად თბება, ამიტომ მათ თმა არ დაწვათ. ისინი ასევე აწარმოებენ უარყოფით იონებს, რაც ხელს უწყობს თმის ბზინვარებას და სიჯანსაღეს. ასევე ტიტანის უთოები, როგორც წესი, ყველაზე ძვირია, მაგრამ ისინი სწრაფად და თანაბრად თბებიან და განსაკუთრებით კარგი ვარიანტია სქელი ან უხეში თმისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ უთო შეიძლება იყოს კერამიკული ან კერამიკით დაფარული დაფარული. მეორე შემთხვევაში, თქვენ არ გექნებათ იგივე სახის სითბოს განაწილება, ამიტომ შედეგებით შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.
ტიტანის უთოები უფრო ძლიერია. ისიც საკმაოდ ძლიერია სწრაფად თბება და აქვს უფრო მაღალი იონური განაწილება, ასევე მშვენივრად მუშაობენ სქელ, ხვეულ ან ჯიუტ თმაზე.
შენიშვნა: კერამიკული ფირფიტის ბრტყელი უთოები საუკეთესოა თხელი თმის მქონე ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც სქელი ან უხეში თმა აქვთ, ტიტანით დაფარული ზედაპირები საუკეთესო ვარიანტია.
გაითვალისწინეთ თქვენი თმის უთოს ზომა
თქვენი გასასწორებელი უთოს ზომამ შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რამდენად დაზიანდეს თქვენი თმა. თუ თქვენ იყენებთ უფრო დიდ უთოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგჭირდეთ თმის ერთი და იგივე მონაკვეთზე ორჯერ გამოყენება, რათა სწორად დახვეული ან გასასწორებელი იყოს. ზოგადად, 1 დიუმიანი (23 მმ) დასახვევი ან გასასწორებელი უთო ყველაზე მრავალმხრივია და გამოიყენება ყველა ტიპის თმისთვის.
თუ თქვენ გაქვთ მოკლე თმა, შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა უთო ან სქელი თმის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო დიდი უთო.
თავიდან აიცილეთ თმის დაზიანება

გაიმშრალეთ თმა მთლიანად, სანამ თმაზე თმის უთოს გამოიყენებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ბოლომდე გაიშროთ თმა. თუ თმა სველი და ტენიანია, უთო აუცილებლად დააზიანებს მას, ამიტომ რეკომენდირებულია უთოს გამოყენება მხოლოდ მშრალ თმაზე.
აუცილებლად გამოიყენეთ თმის დამცავი საშუალება. სანამ იყენებთ დასახვევის ან გასასწორებელ უთოს და გსურთ დაიცვათ თმა ისე, რომ არ დაკარგოს ზედმეტი ტენიანობა, წაისვით სითბოს დამცავი პროდუქტი მთელ თმაზე. თხელი თმისთვის, სითბოს დამცავი სპრეი, როგორც წესი, საუკეთესო ვარიანტია. მოძებნეთ სითბოს დამცავი საშუალება, რომელიც შეიცავს დამატენიანებელ ნივთიერებებს, როგორიცაა პანთენოლი და პროპილენგლიკოლი- რათა შეინარჩუნოს ტენიანობა და სიჯანსაღე.
გაითვალისწინეთ სწორად გამოყენების წესები
ეცადეთ უთო თანაბრად გამოიყენოთ თმის თითოეულ ნაწილზე. თუ უთოს ძალიან დიდხანს ტოვებთ თმის რომელიმე მონაკვეთზე, მისი დაწვის რისკი საკმაოდ დიდია.
დაზიანების თავიდან ასაცილებლად, არასოდეს დატოვოთ უთო თმის ერთ მონაკვეთზე 3-დან 5 წამზე მეტი ხნის განმავლობაში. გამოიყენეთ დამატენიანებელი შამპუნი. თერმული სტილით გასწორება აშორებს თქვენს თმას ბუნებრივ ტენიანობას, რაც მას სიჯანსაღეს უკარგავს. თქვენი თმის დატენიანების შესანარჩუნებლად, გადაერთეთ დამატენიანებელ შამპუნზე, რომელიც გაწმენდს თქვენს თმას. მოძებნეთ შამპუნი, რომელიც შეიცავს ბუნებრივ ზეთებს, როგორიცაა არგანი ან ქოქოსი. აუცილებლად გამოიყენეთ სულფატისგან თავისუფალი შამპუნი. სულფატები ხელს უწყობენ შამპუნებისთვის ქაფის წარმოქმნას, მაგრამ ისინი ასევე ძალიან აშრობენ თმას.
იზრუნეთ თქვენს თმაზე
"დაზიანება", "სიმშრალე" და "დამწვრობა"- აი რა გვახსსენდება თმის უთოს ხშირი გამოყენების წარმოდგენისას, თუმცა არსებობს სხვადასხვა საშუალება, რათა თავიდან იქნას აცილებული თმის დაზიანების პროცესი. უთოს გამოყენებისას თქვენი თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად საჭიროა გაიგოთ ისეთი ინფორმაცია ფოლიკულებისა და ტენიანობის შესახებ, რაც შეიძლება აქამდე არ იცოდით. უთოს ყოველდღიურმა არასწორმა გამოყენებამ და არასაკმარისმა მოვლამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს თმის ხარისხზე. სწორედ ამიტომ, საჭიროა ყოველკვირეულად ღრმად დაიტენიანოთ თმა. ღრმა კონდიციონერი ან თმის ნიღაბი, რომელიც შეიცავს დამატენიანებელ ფორმულას, როგორიცაა არგანის ზეთი შის კარაქი და კერატინი, კვებავს თმას და ინარჩუნებს ტენიანობას. მაშინაც, თუ თქვენ ყოველდღიურად გიწევთ უთოს გამოყენება. სწორედ ამიტომ აუცილებელია კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენოთ თმის კონდიციონერი საუკეთესო შედეგისთვის.
ასევე აუცილებლად დაიტენიანეთ თმა ზეთით ყოველდღიურად. როგორც შამპუნი, ასევე ღრმა კონდიციონერები ირეცხება თმიდან, ამიტომ მათი დამატენიანებელი ეფექტი ყოველთვის არ გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც თმას დაიბანთ, წაისვით თმის ზეთი თქვენს, რათა ის დატენიანდეს მთელი დღის განმავლობაში და შეინარჩუნოს სიჯანსაღე.
და საბოლოოდ - აზიანებს თუ არა უთო თქვენს თმას?
როგორც ნებისმიერი ელექტრული სტილის მოწყობილობა, უთომ შეიძლება დააზიანოს თქვენი თმის ღერები, თუ სწორად არ გამოიყენებთ. ზიანის მაქსიმალურად შესამცირებლად, აირჩიეთ კერამიკული ან ტურმალინის ფირფიტებით სასწორებელი, დააყენეთ სწორი ტემპერატურა თქვენი თმის ტიპისთვის და მიჰყევით ინსტრუქციას.
ასე რომ, ახლა თქვენ იცით თითქმის ყველაფერი საუკეთესო თმის გასასწორებელი უთოების შესახებ. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, თმის უთოს არჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა მაქსიმალური ტემპერატურის დონე, გაცხელების სიჩქარე, ზედაპირის მასალა, ფირფიტების სიგანე და სხვა. ვიწრო ფირფიტები უკეთესად ასწორებს მოკლე და საშუალო სიგრძის თმას, განიერი ფირფიტები კი ნამდვილად გრძელი და სქელი თმისთვისაა შესაფერისი. არ დაგავიწყდეთ ჩვენი რჩევები, რადგან სწორად გამოიყენების შემთხვევაში უთო მინიმალურ ზიანს აყენებს თქვენს თმას.