წვერის საპარსები


გარანტია 1 წელი
6 პროდუქცია
ჩვენება 1 - 6 of 6 პროდუქტი
წევრის ელექტრო საპარსები
ელექტრო წვერსაპარსი -მიუხედავად იმისა, რომ იგი შემოიფარგლება მცირედი ფუნქციებით, ტექნიკის გაუმჯობესებული ვერსიებიც მრავლად გვხვდება. დღეს წვერის საპარსი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პირადი ნივთი, რომელსაც იყენებენ მამაკაცები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გაპარსვის შედეგად კანის გაღიზიანება ხშირია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცებმა გაპარსვას თავი აუცილებლად უნდა დაანებონ. თუ თქვენ ებრძვით აკნეს და კანის გაღიზიანებას, ან უბრალოდ გსურთ, გაპარსვისას თავიდან აიცილოთ ნაკაწრები ან დაზიანებები, ელექტრო წვერის საპარსი შეიძლება იყოს კარგი გამოსავალი ამის თავიდან ასაცილებტყლად. ნახეთ, თუ როგორ მოქმედებს ელექტრო საპარსი თქვენს კანზე და გაითვალისწინეთ თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება წვერსაპარსის შეძენისას. დღეს ვისაუბრებთ ელექტრო საპარსის გამოყენების რამდენიმე უდავო უპირატესობის შესახებ.
ელექტრო წვერსაპარსის სახეები
ელექტრო წვერსაპარსი შეიძლება იყოს უსადენო, მაგალითად, ის, რომელიც მუშაობს ბატარეებზე და საჭიროებს დამუხტვას. ან კაბელით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მუდმივად უნდა იყოს მიერთებული დენის წყაროზე, რათა იმუშაოს. ორივე ტიპის საპარსს ძირითადად მოჰყვება სხვადასხვა დანამატები, რაც ხელს უწყობს დახვეწილი იერსახის შექმნას.
წვერის საპარსი გიცავთ კანის დაზიანებისგან
კანის გაღიზიანება, როგორიცაა ნაკეცები და ჭრილობები, შეიძლება იყოს ყველაზე არასასიამოვნო მომენტი გაპარსვისას. თუმცა, ელექტრო საპარსებმა, ტრადიციული საპარსებისგან განსხვავებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს დაზიანებები. ელექტრო საპარსის ფოლგა მოქმედებს როგორც ბარიერი საპარსის პირსა და კანს შორის, ამიტომ საპარსი ახლოს კი არის, მაგრამ არც ისე , რომ კანის ზედაპირის გაღიზიანება და დაზიანება გამოიწვიოს.
ელექტრო წვერის საპარსი იცავს მგრძნობიარე კანს
ელექტრო წვერსაპარსი ხელს უწყობს თმის მარტივ მოშორებას კანზე დაჭერისა და დაჭიმვის გარეშე, რაც ამცირებს კანის გაღიზიანებას. ახალი ტექნოლოგია საპარსების ინდუსტრიაში ასევე ნიშნავს, რომ მცირდება საერთო პრობლემები, როგორიცაა კანის გაპარსვით გამოწვეული დისკომფორტი და მასთან დაკავშირებული გაღიზიანება. არსებობს სხვადასხვა ელექტრო საპარსები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას როგორც სველი, ასევე მშრალი გამოყენებისთვის.
გრძელვადიანი გამოყენებისთვის
ელექტრო წვერის საპარსი ნიშნავს უფრო მაღალ საწყის ინვესტიციას. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო საპარსზე პირველადი ინვესტიცია შეიძლება იყოს უფრო დიდი, მაღალი ფასი ნიშნავს, რომ თქვენ მას გამოიყენებთ წლების განმავლობაში. თქვენ უბრალოდ უნდა შეცვალოთ საჭრელი თავი წელიწადში ერთხელ, მწარმოებლის მიხედვით.
ელექტრო წვერსაპარსი მარტივად გამოსაყენებელია
ზოგიერთი ელექტრო წვერსაპარსი წყალგაუმტარია, რაც აადვილებს გაპარსვის პროცესს. ასევე, შეგიძლიათ, შეამციროთ გაპარსვის დრო საპარსი კრემის ან წყლის გამოყენების გამორიცხვით და მაინც გქონდეთ კარგი შედეგი. საპარსის პირის გაუწმენდაობამ შეიძლება, გამოიწვიოს ნამსხვრევების და თმის დაგროვება, რაც შეამცირებს დანის ეფექტურობას. საბედნიეროდ, ელექტრო საპარსის გაწმენდა მარტივია. მას შეიძლება, მოჰყვეს საწმენდი საშუალება, რათა შეძლოთ საპარსის გასუფთავება ყოველი გამოყენების შემდეგ. გარდა იმისა, რომ ელექტრული საპარსი ადვილად გასაწმენდია, კანზე ყოველი ჩამოსმის შემდეგ არ საჭიროებს ჩამორეცხვას, რაც მის მოხმარებას უფრო მარტივს ხდის.
პორტატული
ელექტრო წვერის საპარსი შეიძლება, თან ატაროთ ყველგან, სადაც თქვენ გინდათ. ის არის ძალიან სასარგებლო პირადი ნივთი, რომელიც შეგიძლიათ, მისი მოსახერხებელი ზომის და ფორმის გამო, წაიღოთ თან, ნებისმიერ ადგილას. მისი მოთავსება შესაძლებელია ნებისმიერ სამგზავრო ჩანთაში, რაც დაგეხმარებათ ელემენტარული პირადი ჰიგიენის დაცვაში ნებისმიერ ადგილას. სამყარო დღითიდღე უფრო დატვირთული ხდება და ასეთი ნივთების არსებობა გარკვეულწილად აადვილებს ცხოვრებას და გვიქმნის კომფორტს.
ელექტრო წვერის საპარსი არ საჭიროებს დამხმარე საშუალებებს
ელექტრო წვერსაპარსით გაპარსვისას წყალი და ქაფი არ დაგჭირდებათ, რადგან საჭრელი პირი ბევრად განსხვავდება ტრიმერის პირისგან. ტრიმერის პირი იყენებს ხახუნს თმის შესაჭრელად, როდესაც მოძრაობს სახეზე ქვევით ან ზემოთ, მაგრამ ელექტრო საპარსი უზრუნველყოფს თმის გაპარსვას მისი პირების წრიული მოძრაობით.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ უზარმაზარი პროგრესი ელექტრო საპარსების წარმოებაში. მასალების გამოყენებიდან დაწყებული პირებისა და საპარსი თავების დიზაინში მიღწევებამდე, დღევანდელი თანამედროვე ელექტრო წვერსაპარსები უზრუნველყოფენ კომფორტულ და მჭიდრო პარსვას. ელექტრო წვერსაპარსი ნამდვილად არის მოწყობილობა, რომელიც დაგეხმარებათ, დაზოგოთ მეტი დრო და ენერგია პარსვის პროცესში.