ხერხი (ხელის)


გარანტია 1 წელი


გარანტია 1 წელი


გარანტია 1 წელი


გარანტია 1 წელი


გარანტია 2 წელი


გარანტია 2 წელი


გარანტია 2 წელი


გარანტია 2 წელი


გარანტია 2 წელი


გარანტია 2 წელი
33 პროდუქცია
ჩვენება 1 - 24 of 33 პროდუქტი
როდის გამოვიყენოთ ხელის ხერხი ელექტრო ხერხის ნაცვლად?
ძალიან ხშირად დღევანდელ გაჯეტების სამყაროში, ჩვენ ვეძებთ იმას, რაზეც ვფიქრობთ, რომ არის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა რაიმეს დასაჭრელად. შესაძლოა, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგჯერ საქმის კეთების ძველი გზა მაინც საუკეთესოა საშუალებაა! ბენზო ხერხისა და ელექტრო ხერხის არჩევანის მიუხედავად, მაინც იყიდება მათგან საკმაოდ განსხვავებული, ტრადიციული ხელის ხერხი. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შემთხვევაში არის უმჯობესი ხელის ხერხის გამოყენება ნაცვლად მისი ელექტრო ვარიანტისა.
ხელის ხერხის მნიშვნელობა
ხელით ხერხვა მოდიდან არ გადასულა. ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, ეს ალბათ არასდროს მოხდება. ელექტრო ხელსაწყოების განვითარებასთან ერთად, ხელის ხერხებიც ვითარდება. ისინი სწრაფად ჭრიან მასალას. ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ისინი წარმოუდგენლად გამძლეა და ადვილი გამოსაყენებელი, როდესაც მასალის დტალებზეა სამუშაო.
ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სახის ხელის ხერხს, რომელსაც დღეს ვიყენებთ. ისინი აერთიანებენ რამდენიმე საუკეთესო ხერხს ერთში. ისინი, როგორც წესი, ჭრიან ქვედა მიმართულებით, ძალის დატანებით. ასევე არსებობს იაპონური ხელის ხერხი, რომელიც ჩვენთან არსებული, ტრადიციულისგან შედარებით განსხვავდება. დღითიდღე სხვა ხელსაწყოებთან ერთად ხელის ხერხიც ვითარდება. მსხვილი მწარმოებლები ზრუნავენ იმაზე, რომ შექმნან მაქსიმალურად გამძლე, კარგად მჭრელი და მოსახერხებელი ხერხი.
ხელის ხერხის მოხერხებულბა მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ სახელური ჰქონდეს ხელზე მაქსიმალურად მორგებული, არამედ იმაშიც, რომ მისი პირი იყოს მოქნილი და ხის ვიწრო ადგილებში ადვილად მისადგომი.
პენოპლასტის ჭრა ხელის ხერხით
რასაკვირველია, პენოპლასტის ჭრა შეგიძლიათ ძვირადღირებული, ცხელი ჭრის ფუნქციის დანადგარით, თუმცა ბევრ ადამიანს არ ექნება მისი გამოყენების შესაძლებლობა კერძო მშენებლობის პირობებში. რაც შეეხება ელექტრო ხერხით ჭრის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში პენოპლასტის დანაკარგი საკმაოდ დიდი იქნება. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი მსგავს სიტუაციაში არის ტრადიციული ხელის ხერხი, რომელიც ზუსტ და იაფ ალტერნატივას გთავაზობთ. ამასთანავე, ხელის ხერხით შეგიძლიათ როგორც სწორი, ისე დახრილი კუთხით მოჭრა, რაც საქმის სწრაფად შესრულების შესაძლებლობას გაძლევთ.
ხვრელები თაბაშირ მუყაოში
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევა, როდესაც ხელის ხერხის გამოყენება ზოგავს უამრავ დროს, არის თაბაშირ-მუყაოს კედლის მშენებლობა. გამოიყენეთ წვრილწვერიანი ხელის ხერხი თაბაშირ-მუყაოს კედლის გამოსაჭრელად, რათა სასურველ ადგილას დაამონტაჟოთ როგორც დენის ჩამრთველი, ისე დენცქვიტა. გარდა ამისა, თაბაშირ მუყაოს კედლებში თქვენ შეძლებთ სასურველ ადგილას გააკეთოთ თარო, ან დეკორატიული ფორმები შესძინოთ თქვენს კედლებსა თუ ჭერს.
ასეთ შემთხვევებში ელექტრო ხელსაწყოებიც შესანიშნავია, თუმცა მცირე სამუშაოების შესრულებისას ზედმეტ აურზაურს და არეულობას აიცილებთ ხელის ხერხის გამოყენებით. ერთი საყურადღებო ფაქტორი ის არის, რომ გაყვანილობის შემთხვევით გადაწრის თავიდან ასაცილებლად, ელექტრო ხელსაწყოებს ჭრის სიღრმის კონტროლის ფუნქციაც აქვს, რაც მის უპირატესობად ითვლება.
კიბეების და სახურავის კოჭების ჭრა ხელის ხერხით
კიბის სამაგრების და სახურავის კოჭების მოჭრისას, ბენზო ან ელექტრო ხერხით მოჭრისას, შესაძლოა, მიიღოთ მოჭრის ისეთი არასასურველი კუთხე, რომ საქმესთან ერთად მასალაც გაგიფუჭდეთ.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, იყენებთ წრიულ ხერხს და ვაჩერებთ მანამ, სანამ ის ბოლომდე გაჭრის ხეს. შემდეგ გამოიყენეთ ხელის ხერხი და დაასრულეთ ჭრა ისე, რომ ამოღებული ნაჭერი ლამაზად მოეკვეთოს ზედნაჭრის გარეშე. წრიული სასხლეტი ქმნის შესანიშნავ სახელმძღვანელოს, რათა ხელის ხერხი დასრულდეს სუფთა შიდა კუთხით.